ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ბიდი კომპანი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
სადისტრიბუციო კომპანია "ბიდი კომპანი" აცხადებს ანალიტიკოსის ვაკანსიას.

შპს "ბიდი კომპანი" წარმოადგენს "Ferrero"-ს ბრენდის (Raffaello, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, tic tac) ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 8:30-18:00 სთ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, სტატისტიკის, უმაღლესი მათემატიკის, ან ფინანსების მიმართულებით);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა კარგ სამომხმარებლო დონეზე;
** აუცილებელია გაძლიერებული MS Excel-ის ცოდნა.
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის დონეზე;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1 წლამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** ანალიტიკურ პროგრამაში მუშაობა;
** გაყიდვების მაჩვენებლების ანალიტიკა/რეპორტინგი.

ძირითადი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დისციპლინირებულობა/პასუხისმგებლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 15 ივნისის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე