იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა.

ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge

ვაკანსიის შესახებ:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აცხადებს ვაკანსიას კანონის უზენაესობის, კერძოდ სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმის მიმართულებით სრულ განაკვეთზე მომუშავე იურისტის პოზიციაზე.

სახელფასო განაკვეთი: შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ყოველთვიური მობილური ტელეფონის ბალანსი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ხელმძღვანელი: კანონის უზენაესობის პროგრამის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშების, კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივების შეფასების მომზადება;
** ორგანიზაციის სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც მათ შორის, მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას;
** ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით საველე გასვლითი ღონისძიებების განხორციელება;
** კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან, უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა აქტორებთან;
** საჭიროების შემთხვევაში, მისი საქმიანობის სფეროსა და მის წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების, სამართლებრივი მოსაზრებების მომზადება და მედიასთან კომუნიკაცია;
** ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სხვა პროექტების დახმარება ანალიტიკური პროდუქტის შემუშავებაში მონაწილეობის კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით);
** სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ზედმიწევნით კარგი ცოდნა და შესაბამის სფეროში ანალიტიკური მუშაობის გამოცდილება (სასურველია სისხლის სამართლის სფეროში ადვოკატად მუშაობის გამოცდილება);
** ადამიანის უფლებათა სამართალის კარგი ცოდნა. ამასთან ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
** სისხლის სამართლის ან საერთო მიმართულებით ადვოკატის მოწმობა;
** იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კვლევის ჩატარების უნარი და გამოცდილება;
** შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
** შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

** CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
** სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
** უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
** ადვოკატის მოწმობის ასლი.

დაინტერესებულმა განმცხადებლებმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@transparency.ge

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 ივნისი.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრება შესაძლებელია შედგეს Skype საშუალებით. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "იურისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე