ახლო აღმოსავლეთი - დაუსრულებელი კონფლიქტის ანატომია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ახლო აღმოსავლეთი - დაუსრულებელი კონფლიქტის ანატომია
მომწოდებელი: დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 24 მაისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს კურსს სტუდენტებისა და დაინტერესებულ პირთათვის: "ახლო აღმოსავლეთი: დაუსრულებელი კონფლიქტის ანატომია".

კურსს უხელმძღვანელებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ პოზიციებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ელჩები და დეპარტამენტების დირექტორები.

კურსის ფარგლებში განხილულ იქნება შემდეგი საკითხები:

** ახლო აღმოსავლეთი როგორც რეგიონი
** არაბეთ-ისრაელის ომების ისტორია - 1947-2009
** სექტარიანული დაპირისპირებები, როგორც კონფლიქტების კერა
** "არაბული გაზაფხული" და მისი გავლენა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე
** და სხვა...

კურსდამთავრებულები მიიღებენ დიპლომატიური ინსტიტუტის სერტიფიკატს.
კურსის ღირებულებაა 250 ლარი.
ინსტიტუტი იტოვებს უფლებას ტრენინგის განმავლობაში მოახდინოს კურსის ცვლილება ან დამატება საჭიროებისა და მონაწილეთა მხრიდან ინტერესის შემთხვევაში.

ლექციები ჩატარდება 3 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით, ყოველდღე, 18:30 - 20:30 საათებში.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: training@mfa.gov.ge

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 მაისი.

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ტელ.: (+995 32) 2945000 (2398)
ელ. ფოსტა: training@mfa.gov.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე