სერვისის კონსულტანტი/ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის კონსულტანტი/ბარისტა
მომწოდებელი: დანკინ დონატსი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
ძვირფასო აპლიკანტო,

დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და გსურთ, გახდეთ "ვისოლ ჯგუფის" წევრი.

"ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის - "დანკინ დონატსი"-ს განვითარებას აგრძელებს და თქვენ საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!

ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე - სერვისის კონსულტანტი (ბარისტა)

მდებარეობა: სოფ. არგვეთა, თერჯოლის გადასახვევთან

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული მომხმარებლის ხარისხიანად და ეფექტურად მომსახურება;
** რესტორანში ერთი ან რამოდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი;
** უზრუნველყოს კერძების მომზადება რესტორანში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);

პიროვნული მახასიათებლები:

** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** ​მოტივირებულობა;
** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@wendys.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 ივნისი 2019 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე