გენერალური დირექტორის პირადი ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური დირექტორის პირადი ასისტენტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 21 მაისი
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის პირადი ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბიძინა კვერნაძის 10 (სათავო ოფისი)

ძირითადი მოვალეობები:

** გენერალური დირექტორის ყოველდღიური კალენდარის მართვა, შიდა ორგანიზაციული და გარე შეხვედრების ორგანიზება;
** სხვადასხვა მიმართულებით, რეპორტების და პრეზენტაციების მომზადება;
** დოკუმენტების და ოფიციალური წერილების მომზადება;
** კორესპონდენციის მართვა (შემომავალი ზარები, მეილები, ფაქსი, ფოსტით მიღებული წერილები);
** შეხვედრებზე დასწრება და ოქმების მომზადება;
** სტუმრების დახვედრა და შეხვედრების ორგანიზება;
** საჭიროების შემთხვევაში, სამოგზაურო საკითხების მართვა (ვიზა, სასტუმროს ჯავშანი, ავიაბილეთების შეძენა);
** გენერალური დირექტორისთვის საჭირო ნივთების შესყიდვების განხორციელება;
** სხვადასხვა ღონისძიებების და კონფერენციების დაგეგმვა;
** დოკუმენტების, წერილების თარგმნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის Advance დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** სისხარტე;
** დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის და წერილობითი უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 21 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - გენერალური დირექტორის პირადი ასისტენტი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე