ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროს
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროს
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 28 მაისი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მონიტორინგის (AML) სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში მონიტორინგის შიდა ნორმატიული აქტის (ინსტრუქციის) მომზადება, მისი "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონთან, "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ" საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებასთან და სხვა დაკავშირებულ ნორმატიულ და კანონქვემდებარე აქტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა და მუდმივი განახლება ზემოთხსენებული რეგულაციების ცვლილებებთან მორგების მიზნით;
** ორგანიზაციაში ფინანსური მონიტორინგის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის, "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ" საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებასთან და სხვა დაკავშირებულ ნორმატიულ და კანონქვემდებარე აქტებთან სრულ შესაბამისობაში;
** მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების იდენტიფიკაცია/გამოვლენა და ანგარიშგება მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;
** ორგანიზაციის წარდგენა შესაბამისი კუთხით მარეგულირებლის მიერ შემოწმების ჩატარების პროცესის დროს;
** კომპანიის მმართველობითი გუნდისთვის შესაბამისი ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
** კომპანიის პერსონალისთვის შესაბამისი სწავლებებისა და ტრენინგების დაგეგმვა, მომზადება და ჩატარება;
** სხვა დაკავშირებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის, "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ" საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანების და სხვა დაკავშირებული ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების სრულყოფილი ცოდნა;
** განათლება: უმაღლესი იურიდიული/ეკონომიკური;
** სამუშაო გამოცდილება: საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლიანობა.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 28.05.2019.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "Head of AML Unit".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე