ტენდერი - ავტომანქანის ქირაობა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი - ავტომანქანის ქირაობა
მომწოდებელი: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 20 მაისი
თანდართული ფაილი: 217495_GFA_Tender_1542603.zip
"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია", იწვევს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, წარმოადგინონ ტენდერში ტექნიკური და ფინანსური წინადადებები პროექტის განსახორციელებლად საჭირო მაღალი გამავლობის ავტომანქანის (Offroad) ქირაობა - მომსახურების მოწოდებაზე.

მაღალი გამავლობის ავტომანქანა (Offroad) უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და უნდა შეესაბამებოდეს იმ მახასიათებლებს, რომლებიც მოცემულია დანართი N2-ში.

ფინანსური წინადადება (დანართი N1) წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტა ლარში. ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, გაფორმებული მიღება-ჩაბარებების აქტების საფუძველზე.

გამარჯვებულის გამოვლენა: მოწოდებულ წინადადებებს შეაფასებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ შექმნილი კომისია.

უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, რომლის წარმოდგენილი ფინანსური წინადადება იქნება უმცირესი და დააკმაყოფილებს ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

წარმოდგენილი უნდა იქნას მაღალი გამავლობის ავტომანქანის (Offroad) მინიმუმ 3 (სამი) ფოტოსურათი, ასევე ინფორმაცია დანართი N1-ის და დანართი N2-ის შესაბამისად (ქართულ ენაზე), არა უგვიანეს 2019 წლის 20 მაისის, 18:00 სთ. შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@gfa.org.ge. აღნიშნული თარიღის შემდეგ მოწოდებული წინადადებები არ იქნება განხილული.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ: ტელ: ტელ: +995 595 506677 ან ელ. ფოსტის საშუალებით: procurement@gfa.org.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე