მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ირინოლა
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზია "ირინოლა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
** ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
** სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
** პასუხისმგებელი იყოს პროდუქციის განლაგება-მოწესრიგებულობაზე.
** დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

არ ვითხოვთ გამოცდილებას! ჩვენი გუნდისთვის მთავარია მონდომება და პასუხისმგებლობის გრძნობა! დანარჩენს ჩვენთან ისწავლით!

პიროვნული თვისებები:

** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა;
** კომუნიკაბელური;
** აკურატული და დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, შრომისმოყვარე, გუნდური მუშაობის უნარით, მოტივირებული და ორგანიზებული.
** სასიამოვნო გარეგნობა;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა;
** ასაკი: 18-30 წ.
** სქესი: მდედრობითი.

სამუშაო განაკვეთი და პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: (დღიური 7 საათი); ანაზღაურება - 400 ლარი
** არასრული სამუშაო განაკვეთი: კვირაში ექვსი სამუშაო დღე (დღიური 4, 5 საათი - 16:00 დან 21:30 სთ.მდე); ანაზღაურება - 250 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: irinesikharulidze@yahoo.com და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება და გრაფიკი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე