ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე წილკანში.

"Global Beer Georgia" (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი "აისი", "მირზაანი", "კრუშოვიცე" "შავი ლომი", ლიმონათი "ბერიკა" ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის- ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია, ჩვენი გუნდის პროფესიონალებზე . ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული დოკუმენტაციის და ოპერაციების წარმართვა;
** ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად დამუშავება;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** ​საბუღალტრო-საფინანსო აღრიცხვა; ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, თანხების მოძრაობის კონტროლი, გადარიცხვების განხორციელება შიდა რეგულაციების შესაბამისად
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა და კონტროლი;
** სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა;
** საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
** ​დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება და შესაბამის უწყებაში წარდგენა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების Word, Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
** ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com. ელ. ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე