უნივერსალური მოლარე-ოპერატორი - რეზერვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური მოლარე-ოპერატორი - რეზერვი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 28 მაისი
სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის (სარეზერვო თანამშრომელი) თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC3553
ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ბაღდათი, სამტრედია, ზესტაფონი, აბაშა, თერჯოლა, ვანი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ინგლისური - საშუალო
** რუსული - საშუალო.

უნარები:

** აქტიურობა
** კომუნიკაბელურობა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ფოკუსირების უნარი
** სისხარტე
** გაყიდვების უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
** ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების წარმოება;
** სწრაფი გზავნილების განაღდება;
** კლიენტისთვის განმარტებების მიცემა მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირება;
** პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** საბანკო და სამგზავრო ჩეკებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება
** იურიდიულ პირებზე სალარე და სავალუტო საფულე ჩეკის წიგნაკების გაცემის პროცედურების შესრულება; ფილიალში ინკასირებული თანხის დათვლასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება.
** ვადიანი ანაბრების წიგნაკებით ოპერაციების წარმოება;
** სამგზავრო ჩეკების გაყიდვისა და განაღდების ოპერაციების წარმოება;
** დაზიანებული ვალუტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
** ვალუტის ამოცნობის ოპერაციების წარმოება;
** სადაზღვევო პროდუქტების პირობების და სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა;
** სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების უზრუნველყოფა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/3553

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 28 მაისი, 2019 წ.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, ტესტირების ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

შერჩეული კანდიდატები დასაქმებამდე გაივლიან მომზადებას, რომელიც მოიცავს 3 თვემდე პერიოდს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე