წარმოების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ოპერატორი
მომწოდებელი: დეგუსტო
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 28 მაისი
კაფეტერიების ქსელი "დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** წარმოებაში არსებული პროდუქციის ფიზიკური მოძრაობის კონტროლი და პროგრამაში ასახვა.
** ცენტრალური წარმოებიდან ობიექტებზე გადატვირთული პროდუქციის ზედნადებების ატვირთვა.
** კორპორატიულ დამკვეთებზე გაყიდული პროდუქციის ზედნადებების ატვირთვა.
** ცეხების უფროსების მიერ მოწოდებული ნედლეულის რაოდენობის მარაგების აღრიცხვის სპეციალისტისთვის გადაცემა.
** საწარმოში არსებული ცეხების საქონლის ბალანსის კონტროლი და ყოველდღიური რეპორტის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "წარმოების ოპერატორი".

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 28 მაისი.

"დეგუსტო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე