დისტანციური თარჯიმანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტანციური თარჯიმანი
მომწოდებელი: ტერა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
მთარგმნელობითი კომპანია შპს "ტერა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სხვადასხვა ენების (ინგლისური, რუსული, თურქული, სომხური, აზერბაიჯანული, ივრითი, უკრაინული, უზბეკური, ყაზახური, სპარსული, არაბული, გერმანული, ფრანგული, პოლონური, ესპანური, ჩეხური, იტალიური, პორტუგალიური, ბერძნული, ჩინური, იაპონური, უნგრული, ბულგარული და სხვ.) დისტანციური თარჯიმნის პოზიციაზე. (უპირატესობა მიენიჭებათ ინდ./მცირე/მიკრო მეწარმის სტატუსის მქონე კანდიდატებს)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია უმაღლესი განათლება უცხო ენების მიმართულებით (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი);
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთარგმნელობით სფეროში;
** ერთი ან მეტი ენის მორფოლოგიური, სინტაქსური, ორთოგრაფიული და სტილისტური თავისებურებების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ან მითითებული ენაზე სამუშაო გამოცდილება);
** სხვადასხვა სირთულის მასალების ანალიზისა და ადეკვატური თარგმნის/კორექტირების უნარი;
** დამოუკიდებლად და შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 13 ივნისამდე ელ-ფოსტაზე terra.group@yahoo.com და წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და შესაბამისი ენა (მაგ: თარჯიმანი/ინგლისური).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე