საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი
მომწოდებელი: IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე (დღის ცვლაში).

ძირითადი მოვალეობები:

** დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება.
** კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ.
** ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში დაფიქსირება.
** ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა
** სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება.
** დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ.

განათლება და გამოცდილება:

** სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** გამართული მეტყველება
** კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით
გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bukhrashvili@igg.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე