ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 28 მაისი
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკის ოპერაციულ დღეში ოფისის ოპერაციების ტრანზაქციების ჩაწერა
** საგადასახადო ვალდებულებების შესახებ დეკლარაციების შედგენა და დანიშნულებისამებრ წარდგენა
** ადმინისტრაციულ-სამეურნეო დანახარჯების ამსახველი ტრანზაქციების ბუღალტრული აღრიცხვა
** ადმინისტრაციულ სამეურნეო ხარჯების თაობაზე კვარტალური და წლიური ანგარიშგება
** ბანკის გაყიდვის წერტილებში ძირითადი საშუალებების და მცირეფასიანი საგნების გეგმიურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება
** ადმინისტრაციულ სამეურნეო დანახარჯების მონიტორინგი
** ყოველთვიური მუდმივი და დროებითი ცხრილების წარმოება, სსკ-ის შესაბამისად ყოველთვიური მოგების გაანგარიშება და ამ გაანგარიშების სრული პაკეტის ლოკალურ ქსელში განთავსება
** საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე საგადასახადო სამსახურებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა
** ბანკის მიმდინარე საგადასახადო ვალდებულების მონიტორინგი
** ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მოძრაობაზე კონტროლის განხორციელება, მათი შესაბამისობის დადგენა და დასტურის ან უარყოფის სტატუსის მინიჭება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების (დეკლარირების) კუთხით
** სავალდებულოა - საბანკო პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება (მონაცემების დამატება, ინფორმაციის ამოგენერირება, რეპორტების მომზადება) - მინიმუმ 3 წელი
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზედმიწევნით ცოდნა
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული
** მოწესრიგებული, ორგანიზებული
** კომუნიკაბელური

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 28 მაისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV-ის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე