მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: GIT Bar & Grill
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
შპს "ჯი-აი-თი ბარ ენდ გრილ" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ამერიკული და იტალიური სამზარეულოს სწრაფი კვების რესტორანი აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე თბილისში.

დასაქმებულს ვთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** მიმზიდველ ხელფასს;
** სამუშაო გრაფიკი: მუშაობა ცვლებში.

მოთხოვნები:

** სასურველია კვების ტექნოლოგის ან კულინარიული განათლება;
** ამერიკული და იტალიური კერძების (ბურგერი, პიცა) მომზადების გამოცდილება აუცილებელია;
** ქართული და რუსული/ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა სასურველია.

მოვალეობები:

** უზრუნველყოს ორგანიზებული მუშაობა მაღალი ხარისხის მისაღწევად;
** მოათავსოს პროდუქცია შესაბამის ადგილზე;
** დაემორჩილოს სტანდარტებს და შეეძლოს სპეციალური რეცეპტების გამოყენება;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა;
** აწარმოოს ეფექტური და პროდუქტიული ურთიერთობა სამზარეულოს თანამშრომლებს შორის;
** განახორციელოს სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** დაიცვას ჰიგიენის პირობები;
** ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას, გამოიყურებოდეს სუფთად და შეესაბამებოდეს სტანდარტებს;
** უზრუნველყოს სანიტარიის მაღალი დონე და დისციპლინა.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: gitbartbilisi@gmail.com და ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მზარეული". გთხოვთ, CV-სთან ერთად გამოაგზავნოთ თქვენ მიერ დამზადებული კერძების/სოუსების პორტფოლიო და რეკომენდატორის სახელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 14 ივნისი, 2019 წ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე