რესტორნის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: ორიგინალი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"ორიგინალი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

მიმდინარეობს ქსელის გაფართოება, ახალი ობიექტების და მიმართულებების დამატება, მომსახურებების, კერძების მრავფეროვნებისა და ხარისხის დახვეწა.

სქესი: მამრობითი/მდედრობითი
ასაკი: 25-40 წელი
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციიდან გამომდინარე ფიქსირებული თანხა + ბონუსი
სახელფასო განაკვეთი მერყეობს: 1500 ლარიდან ზევით + ბონუსები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს სარესტორნე სფეროში (ქართული რესტორანი) მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია კანდიდატს გააჩნდეს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მაღალბრუნვიან ქართულ რესტრანში მენეჯერის თანამდებობაზე.
** სავალდებულოა უცხო ენების ფლობა: ინგლისური, რუსული.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები
** მოწესრიგებული, აქტიური
** ორგანიზებული
** ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი, დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

მენეჯერის ფუნქცია მოვალეობები:

** სერვისის თანამშრომლების დატრეინინგება- სერვისის(მომსახურების) ტრეინინგების ჩატარება როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ნაწილი;
** მუდმივად უნდა ადევნოს თვალყური და შეაფასოს მასზე დაქვემდებარებული კადრები, შეფ-მზარეულთან ერთად დიდი ღონისძიებების დროს უნდა შეადგინოს მენიუ;
** უზრუნველყოს ჯავშნების ორგანიზება;
** უზრუნველყოს მუსიკალური პროგრამის მონიტორინგი, მონაწილეობა მიიღოს გაყიდვების განვითარებაში, აწარმოოს ობიექტის შემოვლა დღეში რამდენჯერმე, მოამზადოს სამზარეულოს ცხრილები, შეადგინოს თავის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების მუშაობის გრაფიკი.
** უზრუნველყოს ბაზრის შესყიდვის ფორმის მომზადება, აწარმოოს სახელფასო ტაბელი
** უზრუნველყოს თანამშრომელთა ტრანსპორტირებისთვის აუციელებლი ტექნიკური მოვალეობების მოგვარება
** მიიღოს მონაწილეობა გენერალურ აღწერაში, აკონტროლოს ტექნიკური სისტემების გამართული მუშაობა.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე (cv) შემდეგ მისამართზე: originaligroup.hr@gmail.com ;სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (რესტორნის მენეჯერი). ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ და გამოცდილ კადიდატებს შემდგომი პროცედურის გასავლელად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე