რეგიონული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: sushi24.ge
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
საინვესტიციო ჯგუფი "VVCAPITAL" -ის კომპანია "SUSHI24" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის თანამდებობაზე ქ. ბათუმში (3 ობიექტისათვის).

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა და კრეატიულ თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს კვალიფიკაციის გათვალისწინებით 3000-ლარიდან (ხელზე ასაღები თანხა) + საბონუსე სისტემა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე კვირაში, 10-დან 19 საათამდე, შაბათი-კვირა დასვენების დღეებია.

ფუნქციები და მოვალეობები:

** ბათუმის ფილიალების მართვა (თანამშრომელთა მართვა, ადმინისტრაციული პროცესების მართვა, ტექნიკურ-სამეურნეო პროცესების მართვა);
** თანამშრომლებისათვის ინდივიდუალურად დადგენილი გეგმების მიწოდება და შემდგომი შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** თანამშრომლებისათვის მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ინსტრუქციის შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** აქტიური გაყიდვების და ხარისხიანი მომსახურების მოდელების დანერგვა და მუდმივი მონიტორინგი;
** ობიექტების შინაგანაწესის, კვალიფიკაციისა და მომსახურების სტანდარტით დადგენილი ნორმების მუდმივი მონიტორინგი;
** ობიექტების ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;
** ობიექტებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** პერიოდულად დაქვემდებარებულ პერსონალთან შეხვედრების გამართვა, აქტუალური საკითხების მათთვის გაცნობის, მათი ინფორმირებულობის, ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით;
** პრობლემური სიტუაციების მართვა (როგორც თანამშრომლებს, ასევე მომხმარებელსა და თანამშრომელს შორის);
** ობიექტების ფორმატიდან გამომდინარე, წინადადებების მომზადება პროდუქციის განახლებასა და სააქციო პროდუქციის შერჩევაზე, საკითხის ბრენდ მენეჯერებთან ერთად განხილვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის განხრით)
** FB-ის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი
** თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და კეთილსინდისიერება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ფოტო სურათით) ელ. მისამართზე: hr@vvcapital.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "რეგიონული მენეჯერი".

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 01.06.2019.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე