სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 28 მაისი
"აკად. ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** გამართული საუბრის მანერა, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, სხარტი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ვებ გვერდის მართვა და მუდმივი ზრუნვა მის ეფექტურობასა და ინფორმაციულობაზე;
** მომხმარებელთან კომუნიცირება სოციალური მედიის არხების მეშვეობით; ინფორმაციის მუდმივი განახლება, მომხმარებლების გამოხმაურებებზე სწრაფი და ადექვატური რეაგირება, ინფორმაციების სწორად რეკლამირება;
** Google საძიებო სისტემაში ცენტრისთვის სწორი მესიჯების ინტეგრირება, საძიებო სისტემაში ცენტრის მაქსიმალურად ინტეგრირება;
** კონკურენტი დაწესებულებების ვებ და სოცალური მედიი არხების კვლევა და ანალიზი;
** საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული არხების ოფტიმიზირებისთვის აუთსორს კომპანიასთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით);
მისამართი: თევდორე მღდვლის ქუჩა N 13.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე