მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: illy Caffè
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"illy Caffè"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.

დღესდღეობით "illy Caffè"-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია. თბილისში 1 წლის წინ გახსნილმა კაფემ უკვე ბევრს შეაყვარა თავი, სულ მალე კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნება ჩვენი მეორე ფილიალი.

ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** უმაღლესი განათლება (სასურველი)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ფლობა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური, აქტიური, თავაზიანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული.
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
** გაყიდვებზე ორიენტირებული.
** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი.

ანაზღაურება: 500-600 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: illycaffetbilisi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე