ხარისხის მართვის სამსახურის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის მართვის სამსახურის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ევექსი ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 22 მაისი
"სს ევექსი ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სამსახურის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

"სს ევექსი ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა (დიღომი, ლუბლიანას 21)
სამუშო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით-10:00 საათიდან 18:00 საათამდე (8 საათიანი გრაფიკი)

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოების მონიტორინგი;
** სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის უზრუნველყოფის მონიტორინგი;
** სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების პროექტებში აქტიური მონაწილეობა;
** ხარისხის ინდიკატორების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სასწავლების მედიცინის ფაკულტეტის (სამკურნალო საქმის) კურსდამთავრებული.
** კომპიუტერული საბასიზო უნარჩვევების ფლობა;
** სასურველია მაქსიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება დოკუმენტებთან მუშაობის და ხარისხის მართვის მიმართულებით;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 მაისი, 2019

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/xarisxis-martvis-samsaxuris-umcrosi-specialisti/210

"სს ევექსი ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე