შვილობილი კომპანიების კურატორი მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შვილობილი კომპანიების კურატორი მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს შვილობილი კომპანიების კურატორი მთავარი ბუღალტრის ვაკანსიას

ვაკანსიის კოდი: TGM0000208
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ბუღალტერია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი - სფერო-ბუღალტერია.
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი

სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, ფინანსები

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** გუნდის მართვის უნარი
** Microsoft Office Excel

დამატებითი მოთხოვნები:

** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კომპანიაში, საშუალო ყოველწლიური ბრუნვით 50 000 000 ლარის ოდენობით;
** მინიმუმ 10 კაციანი გუნდის მართვის გამოცდილება
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის წარმატებით გავლის გამოცდილება;
** მუშაობის გამოცდილება SAP/ERP სისტემასთან სასურველია, მაგრამ არ წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას.

სამუშაოს აღწერა:

** ვაკანსია ითვალისწინებს მინიმუმ სამი და მეტი შვილობილი კომპანიის ბუღალტერიის მართვას.
** ჰოლდინგის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე კომპანიების საბუღალტრო სამსახურების მიზნების განსაზღვრა, მათი მაღალი ხარისხით შესრულების კონტროლი;
** საკანონმდებლო მოთხოვნების და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად შვილობილი კომპანიების საერთო ბუღალტრული აღრიცხვის და საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება და სტანდარტების შექმნა, შესაბამისი საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის აწყობა, დროში ოპტიმალურად დაგეგმვა და მართვა, ჰოლდინგის შიდა სტანდარტების გათვალისწინებით;
** საბუღალტრო გატარებებისთვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტაციის სტანდარტების შექმნა და კომპანიის მასშტაბით მათი დაცვის კონტროლი;
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** საგადასახადო აუდიტის დროს, შვილობილი კომპანიების სახელით ურთიერთობის წარმართვა აღნიშნულ ორგანოებთან საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში და კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვით;
** საბუღალტრო სამსახურის მხრიდან კომპანიების კლიენტებთან/პარტნიორებთან (ბანკები, დებიტორები, კრედიტორები და სხვ.) მოლაპარაკება და საქმის წარმოება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიების მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და მათ მინიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
** საგადასახადო ხარჯების ოპტიმიზაციის მუდმივი ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** საბუღალტრო სამსახურის თანამშრომელთა მართვა; გუნდის ჩამოყალიბებაზე და მის მუდმივ განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება;
** მისადმი დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, პასუხისმგებლობების ეფექტიანი გადანაწილება და შესრულების ზედამხედველობა, მხარდაჭერა და კონტროლი ჰოლდინგში არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით;
** საბუღალტრო სამსახურის მიზნების და მასში დანერგილი პროცესების პერიოდული კომპლექსური ანალიზი ოპტიმიზაციის და აქტუალიზაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/208
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე