სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 20 მაისი
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ბრენდის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და მუდმივი ანალიზი;
** ყოველდღიური ვიზუალური/ტექსტუალური კონტენტის მომზადება;
** ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, YouTube);
** სოციალური მედია კამპანიისა და რეკლამის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
** შედეგების ყოველთვიური ანალიზი;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება;

მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების/პროგრამის ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
** Google AdWords-სა და Facebook Ads-ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** გამართულად წერის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკის უნარი;
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikoratrade.ge არაუგვიანეს 2019 წლის 20 მაისისა. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ CV-სთან ერთად გამოგვიგზავნოთ ის Facebook გვერდები, რომლებსაც მართავთ ან მართავდით.

"ნიკორას" გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე