შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: საპენსიო სააგენტო
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 24 მაისი
"საპენსიო სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს და მოვალეობებს:

1. შიდა აუდიტორული საქმიანობის სისტემის ჩამოყალიბება და მართვა
2. შიდა აუდიტის წლიური გეგმის შემუშავება და აუდიტის დავალებების სამუშაო პროგრამების ზედამხედველობა
3. შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით დასკვნის მომზადება და სამეთვალყურეო საბჭოს და სააგენტოს დირექტორისადმი წარდგენა
4. შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების და ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარდგენა
5. სააგენტოს მენეჯმენტის მიერ შიდა და გარე აუდიტის შედეგებისა და მიღებული რეკომენდაციების შესაბამისი ღონისძიებების დროულად და ადექვატურად განხორციელების მონიტორინგი
6. სამეთვალყურეო საბჭოს და სააგენტოს დირექტორის მოთხოვნით მიზნობრივი შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება
7. სააგენტოს შიდა ორგანიზაციული აქტების და პროცედურების ფორმირების პროცესში, მონაწილეობის მიღება
8. სამსახურის საქმიანობის ხელმძღვანელობა, სამსახურში დასაქმებულთა შორის მოვალეობების განაწილება და მათი შესრულების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი, მაგისტრი (სასურველია ეკონომიკა, ბიზნესი, ფინანსები, იურიდიული)
** მუშაობის გამოცდილება: ანალოგიურ სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის შიდა აუდიტის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილებისა.
** აუცილებელი უნარ-ჩვევები: ლიდერობის უნარი, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, სწრაფად რეაგირების უნარი, ანალიტიკური აზროვნება, კონფლიქტების მართვა, გუნდურობა
** აუცილებელი ცოდნა: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის. საქართველოს შრომის კოდექსის, "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" კანონის, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის #1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის #593 დადგენილებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის #1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის #1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის კანონის შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების, რისკის მართვის საუკეთესო კონცეფციების, რისკის მართვის პროცესისა და კონტროლის სისტემების კარგი ცოდნა, Microsoft Office და სხვა საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა, უცხო ენა (ინგლისური და რუსული) C2 დონეზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: HR@pensions.ge. საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამდენიმე საფეხურიან გასაუბრების პროცესს. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე