პერსონალური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალური მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000356
ადგილმდებარეობა: თელავი
მოქმედების ვადა: 31.05.2019
კატეგორია: სერვისის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: სასურველია მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი მომსახურების სფეროში
** განათლება: ხარისხი - სტუდენტი, ბაკალავრი

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** სისხარტე
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

სამოტივაციო წერილში მოგვწერეთ, თუკი გაქვთ სამოყვარულო ცოდნა, გამოცდილება ან ინტერესი საავტომობილო სფეროში.

სამუშაოს აღწერა:

** გარე სერვისის მოთხოვნის მიღება და პროცესის დაგეგმვა სერვისის მენეჯერთან ერთად;
** სერვისის მომთხოვნი მომხმარებლის საჭიროების დადგენა;
** მომხმარებლის იდენტიფიკაცია პროგრამაში;
** დამატებითი შესაკეთებელი სამუშაოების იდენტიფიკაციისას,  საჭირო სამუშაოების მომხმარებლისთვის გაცნობა - პრობლემის ტიპი, მისით გამოწვეული რისკები, საჭირო ნაწილები და მათი ფასი, შესაკეთებელი სამუშაოების ხანგრძლივობა და ა.შ.
** შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო მასალების ადგილობრივი შესყიდვის კოორდინაცია - განაცხადის ფორმირება და შესყიდვების განყოფილებისთვის გადაცემა;
** არასტანდარტული პრობლემის დაფიქსირებისას, ხელოსნის კონსულტირება სწორი მომსახურების გაწევის მიზნით.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/356
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე