საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 28 მაისი
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000353
ადგილმდებარეობა: რუხი
კატეგორია: საწყობი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი
** სფერო - საწყობი

განათლება: ხარისხი: ბაკალავრი

ენები

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო

უნარები

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პრობლემების მოგვარების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** Microsoft Office Excel

სამუშაოს აღწერა

** საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა, დასაწყობება და აღრიცხვის (დანაკლისების და მეტობის აღრიცხვა) შედეგების მიწოდება მარაგების დეპარტამენტისთვის;
** მომხმარებლისთვის გამოწერილი ინვოისის საფუძველზე მათზე პროდუქციის გაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ფილიალებიდან და საწყობიდან პროდუქციის გამოწერა ან/და გადაწერა; აღნიშნული პროდუქციის პროგრამა SAP-ERP-ში ასახვა;
** კომპანიის ფუნქციონერებისთვის საჭირო პროდუქციის გაცემა, ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** დანაკლისის და ზედმეტი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება მარაგების დეპარტამენტისთვის;
** ყოველ ორ თვეში ერთხელ საწყობში არსებული პროდუქციის აღრიცხვა და აღრიცხული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გაგზავნა მარაგების დეპარტამენტისთვის;
** საწყობის ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანცელარიო და სამეურნეო პროდუქციის გამოწერა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე სამუშაოს განაწილება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ სამუშაო სტანდარტების დაცვისა და სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადების კონტროლი.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/353

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე