ტრანსფუზიოლოგიის განყოფილების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრანსფუზიოლოგიის განყოფილების კოორდინატორი
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას ტრანსფუზიოლოგიის განყოფილების კოორდინატორის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. #5
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ან საშუალო სამედიცინო განათლება.
** აუცილებელია ტრანსფუზიოლოგიის მიმართულებით სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** განყოფილებისათვის სისხლის კომპონენტების მოძიება და მომარაგება.
** განყოფილების მედ. პერსონალის მორიგეობის გრაფიკის კონტროლი;
** სამუშაო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის კონტროლი.
** უშუალო ხელმძღვანელისგან სხვადასხვა დავალებების შესრულება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა და ყავდეს საკუთარი ავტომობილი.

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში კანდიდატის მიერ წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 07/06/2019.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე