საგარანტიო მომსახურების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგარანტიო მომსახურების ოფიცერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საგარანტიო მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე. 

ვაკანსიის კოდი: TGM0000350
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 31.05.2019
კატეგორია: სერვისის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
** სფერო: კლიენტთა მომსახურება;
** განათლება - ხარისხი: ბაკალავრი.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** Microsoft Office Excel
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი

სამუშაოს აღწერა:

** საგარანტიო პირობების გაუმჯობესების მიზნით,  პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან მუდმივად მოლაპარაკების წარმოება.
** კომპანიის მასშტაბით (თბილისის და რეგიონების ფილიალები) შემოსული რეკლამაციების განხილვა და დახარისხება სპეციფიკის მიხედვით.
** საჭიროების შემთხვევაში, პრობლემურ კლიენტებთან შეხვედრა,   უკმაყოფილების მიზეზების დადგენა და პრობლემის გადაწყვეტა.
** ​რეკლამაციებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება - საგარანტიო ფორმები, ინვოისები, ფოტო-ვიდეო მასალა.
** რეკლამაციების შესახებ, ინფორმაციის გაგზავნა პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან.
** წუნდებული საქონლის ფიზიკური და პროგრამული გადაადგილების კონტროლი.
** წუნდებული საქონლის ანაზღაურების რეესტრის წარმოება თვის ჭრილში (თანხობრივი/რაოდენობრივი) და ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის.  
** ​რეკლამაციების განხილვის დასრულების შემდეგ, პროდუქციის მომწოდებელი კომპანიიდან  კრედიტ ნოტის მიღება და მიწოდება ბრენდ მენეჯერისთვის, მარაგების მართვის დეპარტამენტისთვის და ბუღალტერიისთვის.
** ​რეკლამაციების ყოველთვიური სტატისტიკის ანალიზი და რეპორტინგი ბრენდ მენეჯერთან.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/350
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე