ხარატი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარატი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ხარატის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 600-დან 1500 ლარამდე;
მდებარეობა: თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** უნივერსალური სახარატო ჩარხზე მე-8-მე-11 კვალიტეტით დამუშავება;
** რთული დეტალების დამუშავება მე-12-მე 14-ე კვალიტეტით;
** მე-7-მე 10 კვალიტეტით სპეციალიზებულ ჩარხებზე დამუშავება, რომლებიც აწყობილია განსაზღვრული დეტალების ან კონკრეტული ოპერაციის გასაკეთებლად;
** სახარატო დამუშავება თხელკედლიანი კედლის სისქით 1მმ-მდე და სიგრძით 200 მმ-მდე;
** სახარატო დამუშავება შერეული მეთოდით;
** მექანიკური დამუშავება უფრო მაღალი კვალიფიკაციის ხარატის ზედამხედველობით;
** გარე და შიგა ერთშესავლიანი ხრახნების მოჭრა;
** სამკუთხა, სწორკუთხა ტრაპეციული ხრახნების მოჭრა საჭრისით.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ჰქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

** სახარატო უნივერსალური ჩარხის მოწყობა, გადაწყობა და სიზუსტეზე შემოწმება;
** დიდგაბარიტიანი ჩარხის მართვის წესები, რომელსაც ემსახურება მაღალკვალიფიციურ ხარატთან ერთად;
** უნივერსალური და სპეციალური სამარჯვების მოწყობა და გამოყენების წესი;
** საკონტროლო-მზომი ინსტრუმენტების და ხელსაწყოების დანიშნულება და გამოყენების წესი;
** მჭრელი იარაღის გეომეტრია და ალესვის წესი, რომლებიც დამზადებულია საიარაღო ფოლადისაგან, სალი შენადნობისგან ან კერამიკული ფირფიტებისგან.
** ჩასმების და დაშვებების სისტემის ცოდნა;
** დასამუშავებელი მასალების ძირითადი თვისებების ცოდნა.


უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ხარატი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე