პროგრამული მართვის ჩარხის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული მართვის ჩარხის ოპერატორი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მართვის ჩარხის ოპერატორის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 600-დან 1500 ლარამდე;
მდებარეობა: თბილისი

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** მართვის პულტიდან დამუშავების პროგრამის შეყვანა საშუალო სირთულის და რთული დატალების დიდი რაოდენობის გადასვლებით, პროგრამული მართვის ჩარხებზე სამი ან მეტი მჭრელი ინსტრუმენტის გამოყენებით;
** ინსტრუმენტის გამოსვლა საწყის წერტილამდე და მისი კორექტირება;
** ინსტრუმენტიანი ბლოკების გამოცვლა;
** ზედაპირების დამუშავების კონტროლი, საკონტროლო-მზომი ხელსაწყოებით და ინსტრუმენტით;
** მცირე გადაცდომების გასწორება ინსტრუმენტის და სამარჯვების მუშაობაში;
** პატარა და საშუალო სირთულის დეტალების გადაწყობა მუშაობის პროცესში.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ჰქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

** პროგრამული მართვის ჩარხის (რომელსაც ემსახურება) ცალკეული კვანძების მოწყობა და მათი მუშაობის პრინციპის თავისებურებანი;
** ჩარხის მუშაობა ავტომატურ და ხელით მუშაობის რეჟიმში;
** საკონტროლო-მზომი ინსტრუმენტების და ხელსაწყოების დანიშნულება და გამოყენების პირობები;
** დაშვებისა და ჩასმების სისტემები;
** კვალიტეტები და სიმქისის პარამეტრები;
** დასამუშავებელი დეტალების ნახაზების წაკითხვა, პროგრამის წაკითხვა გამონაბეჭდში;
** სამუშაოს დაწყება სხვადასხვა ძირითადი კადრის შემთხვევაში;
** ჩარხის გაუმართაობის მიზეზები და გაფრთხილების მეთოდი.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "პროგრამული მართვის ჩარხის ოპერატორი ".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე