ღვინო-მასალების საამქროს აღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღვინო-მასალების საამქროს აღმრიცხველი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
სს "თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ღვინო-მასალების საამქროს აღმრიცხველის თანამდებობაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: სასურველია 22 წლის ასაკიდან  35 წლის ასაკამდე.
** განათლება: უმაღლესი - სასურველია ჰქონდეს   ტექნოლოგიური განათლება სურსათის ან ღვინის წარმოებაში.
** ფლობდეს - ქართულ, ინგლისურ  და რუსულ ენებს.
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების  ცოდნა (Word, Excel და ა.შ.)

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელური და  გუნდური მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემების დროული გადაწყვეტის უნარი.

ფუნქცია/მოვალეობები:

** ტექნიკური და ტექნოლოგიური  საბუთების აღრიცხვა-წარმოება, რომლის შესწავლაც მოხდება ღვინომასალების საამქროში.
** უნდა შეეძლოს ღვინო-მასალების, დამხმარე   მასალების და ინვენტარის აღრიცხვა და ბუღალტერიის ნაშთებთან შედარება, მათ შორის ჩართული უნდა იყოს ინვენტარიზაციის პროცესებში.
** პერიოდულად, საჭიროებიდან გამომდინარე მივლინებულ იქნება სს "თბილღვინო"-ს ყვარლის ღვინის ქარხანაში, რთველზე და რთველის შემდგომ  ჩასატარებელ ინვენტარიზაციის პროცესებში.
** საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა უნდა  მიიღოს საამქროში მიმდინარე ტექ. პროცესებში მეღვინის ასისტენტების ზედამხედველობის ქვეშ.

დაინტერესებულ   კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: tchokhonelidze@tbilvino.ge 2019 წლის 24 მაისამდე.  გთხოვთ, აუცილებლად  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წერილის სათაურში.

საკონტაქტო პირი: ტურფა ჭოხონელიძე
ტელ: 599 242264
მის.: დავით სარაჯიშვილის  გამზ. 2  
ტელ: 2 653382   
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე