მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯერარსი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
კლინიკა "ჯერარსი" აცხადებს კონკურსს მთავარი ბუღალტრის ვაკანტურ პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური აღრიცხვის ყოველდღიური  წარმოება და მონიტორინგი IFRS სტანდარტებზე დაყრდნობით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით
** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, შემოწმება და კანონით განსაზღვრულ ვადებში წარდგენა
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა და კონტროლი
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, კონტროლი და პროგრამაში ასახვა
** ხელფასების აღრიცხვა და კონტროლი, პროგრამაში ასახვა
** ​დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება
** შიდა აღრიცხვის დირექტივებისა და პროცედურების კონტროლი
** კომპანიაში დანერგილი ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) საგადასახადო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში ყოფნის კონტროლი
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
** ბუღალტრული რეპორტების მომზადება, სხვადასხვა სახის
** პერიოდული ფინანსური უწყისების და ანგარიშების მომზადება
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ბუღალტრული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის  მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სავალდებულო ბუღალტრული და კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა  და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს:

** სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილებით  
** გამოცდილება პროგრამა 1C
** რუსულის ცოდნით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელფოსტაზე:  vacancy@jerarsi.ge

გთხოვთ, რეზიუმეს გადმოგზავნისას  შინაარსის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე