ფინანსური რეპორტინგისა და ანალიზის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური რეპორტინგისა და ანალიზის სპეციალისტი
მომწოდებელი: adjara.com
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
"Adjara.com" არის უდიდესი ციფრული მედია კომპანია საქართველოში, რომელიც აერთიანებს გართობისა და სპორტის მიმართულებით სხვადასხვა ვებ აუთლეტებს: adjaranet.com adjaranet.TV cinemania.ge adjarasport.com

ამჟამად ჩვენ ვეძებთ ფინანსური რეპორტინგისა და ანალიზის სპეციალისტს, რომელიც იმუშავებს ფინანსური დირექტორის უშუალო დაქვემდებარებაში.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: 11:00 - 19:00, ორშაბათი-პარასკევი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: ფიქსირებული + კვარტლური ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** სხვადასხვა მენეჯერული რეპორტების მომზადება;
** პერიოდული რეპორტების ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია;
** ზუსტი და დროული რეპორტების წარდგენა;
** ფინანსური ინფორმაციის ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) კარგად გაგება;
** Excel მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** ძლიერი ტექნიკური, მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი;
** წარმატების მიღწევის მოტივაცია;

ჩვენ გთავაზობთ:

ახალგაზრდა პროფესიონალების მეგობრულ გუნდს;
** არაფორმალურ და კოლეგიალურ კორპორატიულ კულტურას;
** განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციულ გარემოს;
** საინტერესო და რთულ სამუშაოს;
** ახალ გამოწვევებს.

თუ მიგაჩნიათ, რომ ეს პოზიცია უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი თქვენს კარიერაში და გაამართლებთ ჩვენს მოლოდინებს ამ პოზიციის მიმართ, მაშინ დაუყოვნებლივ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე career@adjara.com და გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფინანსური რეპორტინგისა და ანალიზის სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე