სასტუმროს ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო The History of Tbilisi
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
სასტუმრო "The History Of Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სასტუმროს მდებარეობა: თბილისი, ივანე ტურგენევის 4
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: შეთანხმებით

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრი;
** გამოცდილება: მინიმუმ ერთი წელი;
** ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;
** ასაკი: 22-დან 45 წლამდე;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისური და რუსული ენის გამართული ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება Excel-ის კარგ ცოდნას);
** კომუნიკაბელური, ყურადღებიანი და მობილიზებული;
** გაწონასწორებული;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** ტურიზმის სფეროში განათლება ჩაითვლება უპირატესად;
** დახასიათების ქონა ჩაითვლება უპირატესად;
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი ჩაითვლება უპირატესად.

სამუშაოს აღწერილობა:

** სტუმრების დახვედრა-გაცილება;
** ჯავშნის მიღება-გაფორმება;
** ტრანსფერის ორგანიზება;
** სატელეფონო ზარების მიღება ქართულ რუსულ და ინგლისურ ენებზე;
** ელექტრონული წერილების შემოწმება და პასუხების მომზადება;
** ოთახში არსებული მინიბარების კონტროლი;
** თბილისის ღირშესანიშნაობების (მუზეუმი, თეატრი და ა.შ.) და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის ლოკაციების ცოდნა;
** სტუმრებისთვის სხვადასხვა ტურების შეთავაზების უნარი.

ხელფასი: ფიქსირებული.
გრაფიკი: ცვლების მიხედვით, შეთანხმებით

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: reservations@historyoftbilisi.com გამოაგზავნოთ ინფორმაცია:

** თქვენი რეზიუმე (CV);
** სულ მცირე სამი ფოტოსურათი, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს თქვენს გარეგნულ და პიროვნულ თვისებებს;
** დახასიათება და სერთიფიკატები (მათი ქონის შემთხვევაში).
** კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრებით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე