პროდუქტების მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვიონი საქართველო
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
"ვიონის ჯგუფი" წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. "ვიონის ჯგუფი" 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

"ვიონის ჯგუფის" წევრი კომპანია შპს "ვიონი საქართველო" საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. "ბილაინი" უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3), 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი: https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მონაწილეობა ახალი სისტემების ფუნქციონალური მოთხოვნების ფორმირების და ტესტირების ეტაპებზე.
** ახალი სისტემების კომერციულ ექსპლუატაციაში გაშვება.
** არსებული IT სისტემებში ცვლილების შეტანა, ინციდენტების ანალიზი.

თუ შენ:

** გაქვს უმაღლესი განათლება IT ან მონათესავე სფეროში
** გაქვს OS Windows/Linux მუშაობის გამოცდილება
** სასურველია, გქონდეს SQL ბაზებთან (MS SQL, PostgreSQL, etc) მუშაობის გამოცდილება
** იცი HTTP, URL, JSON და XML სტანდარტები
** იცი RESTful სერვისები და SOAP პროტოკოლი
** შეგიძლია პრობლემების იდენტიფიცირება და სწრაფად გადაჭრა
** გიყვარს გუნდურად მუშაობა
** შეგიძლია დინამიურ გარემოში კოორდინაცია და მულტითასქინგი
** გიყვარს ინოვაციები და ხარ კრეატიული
** იცი ინგლისური და რუსული ენები

და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა,
გამოგვიგზავნე რეზიუმე 2019 წლის 20 მაისამდე.

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.

პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე