« ყველა ვაკანსია
 

PricewaterhouseCoopers - Georgia

 
PricewaterhouseCoopers - Georgia
ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ("PwC") წარმოადგენს პროფესიონალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების უმსხვილეს ქსელს მსოფლიოში. PwC-ს ქსელში მუშაობს 180,000 მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტი, რომელიც ემსახურება აუდიტის, საკონსულტაციო და საგადასახადო კლიენტებს მსოფლიოს 158 ქვეყანაში. 1996 წლიდან PwC-მ დაიწყო ქართული კომპანიების მომსახურება. 2005 წელს კი საქართველოში გაიხსნა PwC-ს პირველი ოფისი.

PwC-ში შემავალი ფირმები დიდ ყურადღებას უთმობენ საერთაშორისო გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის გავრცელებას იმ ქვეყნებში, სადაც ისინი საქმიანობენ. ამ მიზნით PwC-ს შექმნილი აქვს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტრენინგების აკადემიები. 2012 წლის ნოემბერში გაიხსნა PwC ტრენინგების აკადემია საქართველოში, რომელიც ეხმარება საქართველოში მოღვაწე სპეციალისტებს აიმაღლონ თავიანთი კვალიფიკაცია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS-ის), საერთაშორისო კვალიფიკაციების (ACCA, ACCA DipIFR, CIA, CIPD), შიდა აუდიტის, ფინანსური მოდელირებისა და მენეჯერული უნარ-ჩვევების სფეროში.
 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
რისკების ანალიზისა და IT სერვისების განყოფილების კონსულტანტი PricewaterhouseCoopers - Georgia PricewaterhouseCoopers - Georgia 10 ოქტომბერი 31 ოქტომბერი
გადაიტანე Facebook-ზე