« ყველა ვაკანსია
 

ლაზიკა კაპიტალი

 
ლაზიკა კაპიტალი


2000-2007 წლებში, საერთაშორისო ბრიტანული ორგანიზაცია Oxfam- ის უშუალო მონაწილეობით და ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით, "ლაზიკა კაპიტალი" ფუნქციონირებდა სხვადასხვა სახელწოდებით და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. აღნიშნულ პერიოდში, ორგანიზაციამ განახორციელა ბევრი საინტერესო ეკონომიკური და სოციალური პროექტი.

2007 წლის დეკემბერში, "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის" შესაბამისად, მოხდა ორგანიზაციის ტრანსფორმაცია სააქციო საზოგადოებად, "ლაზიკა კაპიტალი"-ს სახელწოდებით და კომპანიამ დაიწყო აქტიურად გაფართოება დასავლეთ საქართველოს ძირითად რეგიონებში. ამჟამად "ლაზიკა კაპიტალი" დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 18 ფილიალით და ადგილობრივ მეწარმეებს და ფერმერებს სთავაზობს 100000 ლარის ფარგლებში სესხებს საპროცენტო განაკვეთებისა და გადახდის გრაფიკების ძალიან ფართო დიაპაზონით.

"ლაზიკა კაპიტალი"ს ძირითად ფასეულობას წარმოადგენს ადამიანი. ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს "ლაზიკა კაპიტალის" გუნდის წევრების განვითარებაზე, მათთვის სასიამოვნო და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე. გუნდის წევრებს ხელს უწყობს რათა მუდმივად იყვნენ მოტივირებული ორგანიზაციის კლიენტებს გაუწიონ მაღალხარისხიანი მომსახურება.

შემოუერთდით "ლაზიკა კაპიტალი"ს პროფესიონალთა და მუდმივად განვითრებად გუნდს!

"ლაზიკა კაპიტალი" - ჩვენ გაფასებთ!

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
მძღოლი - ზუგდიდი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში რეგიონალური განცხადებები ლაზიკა კაპიტალი ლაზიკა კაპიტალი 17 ივნისი 17 ივლისი
განვადების მენეჯერი - რეგიონები რეგიონალური განცხადებები ლაზიკა კაპიტალი ლაზიკა კაპიტალი 13 ივნისი 13 ივლისი
სადისტრიბუციო არხების განვითარების მენეჯერი - ზუგდიდი რეგიონალური განცხადებები ლაზიკა კაპიტალი ლაზიკა კაპიტალი 30 მაისი 30 ივნისი
საკრედიტო ექსპერტი - რეგიონები რეგიონალური განცხადებები ლაზიკა კაპიტალი ლაზიკა კაპიტალი 30 მაისი 30 ივნისი
პრობლემური სესხების მართვის ჯგუფის უფროსი - ზუგდიდი რეგიონალური განცხადებები ლაზიკა კაპიტალი ლაზიკა კაპიტალი 22 მაისი 22 ივნისი
პრობლ. სესხების მართვის ჯგუფის ექსპერტი - რეგიონები რეგიონალური განცხადებები ლაზიკა კაპიტალი ლაზიკა კაპიტალი 21 მაისი 21 ივნისი
გადაიტანე Facebook-ზე