Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

კავკასუს ონლაინი

 
კავკასუს ონლაინი

"კავკასუს ონლაინი" რეგიონში ლიდერი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. ის 2006 წელს წამყვანი საკომუნიკაციო კომპანიების: "კავკასუს ნეთვორქი" (დაარსდა 1998 წელს, ქვეყნის ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ პროვაიდერი), "ჯორჯია ონლაინი", "სანეტი" და "ტელენეტის" გაერთიანებით შეიქმნა. 2008 წლიდან "კავკასუს ონლაინი" არის "Tyco Electronics"-ის მიერ აშენებული 1200 კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრე, რომლის საშუალებითაც ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში ინტერნეტის ტრანზიტული მიწოდება ხორციელდება. შავი ზღვის ფსკერზე განთავსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ევროპიდან აზიისკენ მაღალი ხარისხის ინტერნეტის პირდაპირი მიწოდება გახდა შესაძლებელი. "კავკასუს ონლაინმა" მნიშვნელოვანი როლი დაიმკვიდრა საერთაშორისო საბითუმო სეგმენტის მიმართულებით, 2010 წელს "საქართველოს რკინიგზის ტელეკომ"-ის შეძენამ კომპანიას საშუალება მისცა შესულიყო მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე ირანსა და ერაყში. "კავკასუს ონლაინი" "საქართველოს რკინიგზის ტელეკომის" (GRT) 100%-იანი წილის მფლობელია, რაც "კავკასუს ონლაინის" GRT-ის ინფრასტრუქტურაზე სრულ ხელმისაწვდომობას განაპირობებს, რომელიც 600 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისგან და ობიექტებთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალისგან, ასევე დამოუკიდებელი 600 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურისგან შედგება. ორივე მაგისტრალი აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში პარტნიორ ქსელებს უკავშირდება ისევე, როგორც ფოთი (საქართველო) - ვარნას (ბულგარეთი) წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს. შესაბამისად, "კავკასუს ონლაინი" არის მფლობელი სრულად რეზერვირებული სახმელეთო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურისა საქართველოს მასშტაბით.

დღესდღეობით, "კავკასუს ონლაინი" მომხმარებელს შემდეგ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას სთავაზობს:

** საბითუმო მომსახურება (IP ტრანზიტი); ეზერნეტ მომსახურება (ETHERNET)• საერთაშორისო არხები; (Capacity Transit Services);
** საერთაშორისო სატელეფონო კოდი 10-07 (Internet Voice Service);
** მონაცემთა ცენტრი, კოლოკაცია (Data Center);
** .GE დომენის ადმინისტრირება; გაუნათებელი ოპტიკური ღერი (Dark Fiber).

 
ამ კატეგორიაში განცხადებები ვერ მოიძებნა. სცადეთ მოგვიანებით
გადაიტანე Facebook-ზე