|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
მაღაზია
|
|
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
მობილურის აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზიაში ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს.
ვაკანსია: კონსულტანტი
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის 98
სამუშაო გრაფიკი: 10:00-16:30 ან 16:30-23:00; კვირაში 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე
ანაზღაურება: 800₾ ფიქსირებული + 2% ბონუსი გაყიდვებიდან
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და კონსულტაცია
** მაღაზიაში არსებული მარაგის კონტროლი
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა
** მაღაზიაში სუფთა და მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნებაში მონაწილეობა (დამლაგებელი უზრუნველყოფილია, თუმცა კონსულტანტსაც მოეთხოვება ყოველდღიური წესრიგის დაცვა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (რუსულის მინიმალური დონე ჩაითვლება უპირატესობად)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** აქტიურობა და კომუნიკაბელურობა
დამატებითი ინფორმაცია:
** შერჩეულ კანდიდატებს უტარდებათ ანაზღაურებადი ტრენინგი
** ვეძებთ სტაბილურ კადრს, მინიმუმ 1-წლიანი თანამშრომლობის პერსპექტივით.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად: annasuladze044@gmail.com
|
|
|
|