|
დასახელება:
პრისეილერი/სავაჭრო აგენტი
|
| მომწოდებელი:
ბესტ დისტრიბუშენ
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების დისტრიბუტორს საქართველოში, ეძებს გამოცდილ და მოტივირებულ თანამშრომლებს შემდეგ პოზიციაზე:
პოზიცია: პრისეილერი (სავაჭრო აგენტი);
ადგილმდებარეობა: თბილისი, გორი.
თბილისი - პრისეილერის პოზიციაზე -2 (ორი) საშტატო ერთეული.
გორი - პრისეილერის პოზიციაზე -1 (ერთი) საშტატო ერთეული.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს (ზრდის პერსპექტივით) შემდეგ პირობებს:
** ხელფასი 1500-3000 ლარი (დეტალები დაზუსტდება გასაუბრებისას)
აუცილებელი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა (სასურველია პრისეილერად მუშაობის გამოცდილება)
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** დოკუმენტებთან მუშაობის უნარი
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია.
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება.
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში.
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი.
** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.
ადმინისტრაცია
პრეტენდენტებმა გამოაგზავნეთ CV ამ მისამართზე (სათაურში მიუთითეთ პოზიცია): ელ.ფოსტაზე: bestdistributiongeorgia@gmail.com ან დარეკეთ ტელ: 599 30 18 08 ელა
|
|
|
|