ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: კლინიკა კანი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
კლინიკა "კანი" საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი მულტიპროფილური სამედიცინო კლინიკაა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე სამედიცინო მომსახურებებს, ესთეტიკურ მედიცინას, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომებს.კლინიკის საქმიანობა მოიცავს დერმატოლოგიას, ტრიქოლოგიას, თმის მკურნალობასა და გადანერგვას, პოდოლოგიას, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მომსახურებებს. კლინიკა გამოირჩევა მაღალკვალიფიციური სამედიცინო გუნდით, თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობითა და მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისკენ მიმართული საქმიანობით.

კლინიკა "კანისა" და ჯგუფში შემავალი სხვადასხვა ბიზნეს მიმართულების მარკეტინგული საქმიანობის გაძლიერების მიზნით, ვაცხადებთ ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

სოციალური მედიის მენეჯერი — ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიისა და ჯგუფში შემავალი სხვადასხვა მიმართულების სოციალური მედიის არხების მართვა და განვითარება;
** სოციალური ქსელებისთვის პოსტების, ტექსტების, აღწერებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალის მომზადება;
** კონტენტის გამოქვეყნების კალენდრის შედგენა, დაგეგმვა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
** კონტენტ კრეატორთან და დიზაინერ/ვიდეოგრაფთან თანამშრომლობა ფოტო- და ვიდეომასალის დაგეგმვის, მომზადებისა და გამოქვეყნების პროცესში;
** თითოეული მიმართულების სპეციფიკის გათვალისწინებით შესაბამისი საკომუნიკაციო სტილის, გზავნილებისა და კონტენტის ფორმატების შერჩევა;
** Facebook-ის, Instagram-ისა და სხვა შესაბამისი სოციალური პლატფორმების ყოველდღიური მართვა;
** აუდიტორიასთან კომუნიკაცია, კომენტარებისა და პირადი შეტყობინებების მონიტორინგი და დროული რეაგირების უზრუნველყოფა;
** სოციალური მედიის არხებიდან მიღებული მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართებისა და რეაგირების პროცესის კოორდინაცია;
** სოციალური მედიის კამპანიებისა და სარეკლამო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა, მათთვის საჭირო საკომუნიკაციო ტექსტებისა და მასალების მომზადება და განხორციელების პროცესში ჩართულობა მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობით;
** მიმდინარე აქციების, შეთავაზებების, სიახლეებისა და კომპანიის აქტივობების შესახებ საკომუნიკაციო მასალების მომზადება და სოციალურ მედიაში განთავსება;
** სოციალური მედიის შედეგების მონიტორინგი, ძირითადი მაჩვენებლების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგება;
** კონკურენტებისა და ბაზრის აქტივობებზე დაკვირვება, სოციალური მედიის ახალი ტენდენციებისა და ფორმატების გამოყენება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალური მედიის მართვის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კლინიკაში, სამედიცინო ცენტრში, ესთეტიკური მედიცინის ან მსგავს მომსახურების სფეროში სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
** Facebook-ისა და Instagram-ის ბიზნესგვერდების მართვის გამოცდილება;
** სოციალური ქსელებისთვის გამართული და მიზნობრივი ტექსტების მომზადების უნარი;
** სოციალური მედიის კონტენტის ფორმატებისა და თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
** რამდენიმე მიმართულების სოციალური მედიის პარალელურად მართვის უნარი;
** სოციალური მედიის ძირითადი მაჩვენებლების ანალიზისა და ანგარიშგების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

** Meta Ads Manager-თან მუშაობის გამოცდილება;
** ფასიანი სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის, მართვისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება;
** სამედიცინო და ესთეტიკური მომსახურებების სპეციფიკის ცოდნა;
** სოციალური მედიის არხების განვითარების, აუდიტორიის ზრდისა და ჩართულობის გაუმჯობესების პრაქტიკული გამოცდილება;
** სხვადასხვა მიმართულებისთვის განსხვავებული საკომუნიკაციო მიდგომებისა და კონტენტსტრატეგიის შემუშავების გამოცდილება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - hr@kani.ge, გთხოვთ, ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა არ იქნეს განხილული.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე