ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ფინანსისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსისტი
მომწოდებელი: პანორამა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
ქუთაისის ერთ-ერთი წამყვანი და გამორჩეული სამშენებლო - დეველოპერული კომპანია "პანორამა ჯგუფი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში ფინანსისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, კოსტავას N3, პანორამა ჯგუფის ცენტრალური ოფისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
** პროდუქციისა და ბიზნეს მიმართულებების მომგებიანობის ანალიზში ჩართულობა;
** შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ფინანსური მონაცემების დამუშავება Excel-ში;
** ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პროცესების შესწავლა და პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართულობა;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავებასა და საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვაში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** ფინანსებისა და/ან ბუღალტრული აღრიცხვის საბაზისო ცოდნა;
** Microsoft Excel-ის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.
** მაღალი აკადემიური მოსწრება.

პირადი უნარ-ჩვენები:

** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე info@panoramagroup.ge

განაცხადის ბოლო ვადა: 5 დეკემბერი, 2026 წელი.

გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე