Робота для біженців з України
დამხმარე / დიასახლისი - კიკეთი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე / დიასახლისი
მომწოდებელი: ოჯახი
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
ვაკანსია დამხმარე / დიასახლისის პოზიციაზე ოჯახში:

ძირითადი მოვალეობები:

** საცხოვრებელი სახლის ყოველდღიური სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** სახლის სხვადასხვა სივრცის დასუფთავება და მოწესრიგება;
** ტანსაცმლისა და თეთრეულის რეცხვა, დაუთოება და ორგანიზება;
** გარდერობის მოწესრიგება და ტანსაცმლის სათანადო მოვლა;
** საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ინვენტარის სისუფთავეზე ზრუნვა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ყოველდღიური საოჯახო საქმეების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და დასუფთავების საშუალებების სწორად გამოყენების ცოდნა;
** სხვადასხვა ტიპის ზედაპირის, ქსოვილისა და დელიკატური ნივთების მოვლის წესების ცოდნა;
** საოჯახო საქმეების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;
** სისუფთავისა და წესრიგის მაღალი სტანდარტი;
** დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
** კომუნიკაბელურობა და ოჯახურ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი (5 დღე);
** სამუშაო ადგილი: კიკეთი;
** სამუშაო საათები: შეთანხმებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და/ან საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე: collierecruitment@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე