|
დასახელება:
ტენდერი ლიფტების ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე
|
| მომწოდებელი:
ავერსის კლინიკა
|
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 ნოემბერი
|
|
თანდართული ფაილი:
766254_Attachments_8271028.zip
|
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს ლიფტების ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე.
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს მარნეულში, 26 მაისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფილიალის ლიფტების ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე.
** მომსახურების ჩამონათვალი მოცემულია #1 დანართში;
** ლიფტების საპასპორტო მონაცემები მოცემულია #2 დანართში;
** აფიდავიტი მოცემულია დანართში #3-ში;
** ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში No4.
სამუშაოს შესრულების პირობები:
** პრეტენდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სამუშაოები უნდა შესრულდეს კლინიკის შენობაში, აქედან გამომდინარე, დაცული უნდა იყოს შესაბამისი ნორმები. შესაძლებელია, საჭირო გახდეს სამუშაოების წარმოება 18:00 საათის შემდეგაც.
** სასურველია, პრეტენდენტები ადგილზე გაეცნონ არსებულ ვითარებას.
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს/ატვირთოს შემდეგი ინფორმაცია:
** სპეციფიკაციების შესაბამისად შევსებული დანართი #1. აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იქნას "ექსელის" ფორმატში;
** ღირებულების გადახდის პირობა;
** საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადები. მიმწოდებელმა კომპანიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს გამოყენებული მასალის ხარისხზე;
** სამუშაოების შესრულების ვადა.
ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge-ს საშუალებით 2026 წლის 11 ნოემბრის, 15:00 სთ-მდე უნდა ატვირთონ შემდეგი საბუთები:
** დანართი #1 — შევსებული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (შედგენილი უნდა იყოს თანდართული პროექტისა და სპეციფიკაციების შესაბამისად). ხარჯთაღრიცხვა აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იქნას "ექსელის" ფორმატში;
** სამუშაოების შესრულების ვადა;
** საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადა;
** ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია;
** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი, ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები.
პრეტენდენტს, დამკვეთის მოთხოვნით, შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
** ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
** საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი — "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
** ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
** საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით).
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილი უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ.
სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმებია:
** ხარისხი;
** ღირებულება;
** სამუშაოების შესრულების ვადა;
** ანგარიშსწორების პირობა.
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს.
შესაბამისად, პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილული იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში.
ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ (ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს:
დავით გელენიძე
"ავერსის კლინიკა"-ს მარნეულის ფილიალის სამეურნეო მენეჯერი
ტელ: 5 93 20 12 35.
ელ.ფოსტა: david.Gelenidze@aversi.ge
ანი მამუჩიშვილი
"ავერსის კლინიკა"-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი
ტელ: 5 77 21 77 99
ელ.ფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge
ერთი კონვერტის პრინციპის ჩატარების წესებისათვის იხილეთ http://etenders.ge/Page/Instructions
|
|
|
|