|
დასახელება:
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
გასტრონომი
|
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს.
კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია საუკეთესო ვინტაჟების და საკოლექციო სასმელების მაღაზიით Gastronome Wines&Spirits, Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან და ბავშვების ტანსაცმლის მაღაზიით Tartine et Chocolat.
Gastronome -ში ვეძებთ თანამშრომელს სურსათის უვნებლობის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის ეტიკეტებისა და ანოტაციების მოქმედ კანონმდებლობასთან და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** ინგრედიენტების, ალერგენების, კვებითი ღირებულების, შენახვის პირობების, ვარგისიანობის ვადებისა და სხვა სავალდებულო ინფორმაციის სისწორის გადამოწმება
** შეუსაბამობების გამოვლენა, შეფასება და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა
** კომპანიაში შესაბამისი დეპარტამენტებისთვის საკონსულტაციო მხარდაჭერის გაწევა სურსათის უვნებლობის საკითხებში
მოთხოვნები:
** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია სურსათის ეტიკეტირების საქართველოს ტექნიკური რეგლამენტისა და პროდუქტის შემადგენლობის (ინგრედიენტები, ალერგენები, E-კოდები) ზუსტი ცოდნა
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს HACCP - ის სერთიფიკატი
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო ფორმატი: დისტანციური
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|