Робота для біженців з України
მოლარე - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: Auto Lab
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
"Auto lab" აცხადებს ვაკანსიას ავტოსერვისის კაფეს მოლარის პოზიციაზე.

თუ ხარ ორგანიზებული და იცი სალაროსთან მუშაობა, ავტო სერვისის კაფეს მოლარედ სწორედ შენ გეძებთ!

ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 850 ლარი ხელზე ასაღები;
** სამუშაო განაკვეთი: 2/2; 09:00-19:00 (1 სთ შესვენება);
** ლოკაცია: ახალი რუსთავი, რაგბის სტადიონის მიმდებარედ

შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** მომხმარებლის თავაზიანი და კვალიფიციური მომსახურება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** სალარო ოპერაციების სწორად აღრიცხვა და პროგრამული გატარება; სალაროს დახურვა და Z-რეპორტის ამოღება;
** სადისტრიბუციო კომპანიებისთვის შეკვეთების დამოუკიდებლად მიცემა კომპეტენციის ფარგლებში;
** თაროებსა და მაცივრებში პროდუქციის სწორი განლაგება და მოწესრიგება; ვადაგასული პროდუქციის იდენტიფიცირება და დისტრიბუტორებისთვის დაბრუნება;
** ჰიგიენური ნორმების დაცვა შიდა და გარე სამუშაო პერიმეტრზე.

გაგვიხარდება თუ:

** იცი სალაროსთან და ტერმინალთან მუშაობა;
** გაქვს გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების სფეროში.

თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/5Hgtg
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე