ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
შეფ-მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: ფემილი
გამოქვეყნდა: 02 ნოემბერი / ბოლო ვადა: 02 დეკემბერი
"MS holding"-ის შვილობილი კომპანია "Family" ახორციელებს ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც იხსნება კაფე.

გუნდი ამჟამად ყალიბდება და ვეძებთ შეფ-მზარეულს.

ფუნქცია მოვალეობები:

** სამზარეულოსა მენიუს შედგენა;
** სამზარეულოს დაგეგმარება;
** სარემონტო სამუშაოებისას კონსულტაცია (სამზარეულოსა და სერვისის სივრცეების ოპტიმალურად დაგეგმარების ნაწილში);
** ბიზნეს გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** სამზარეულოს პერსონალის შერჩევა და დატრენინგება;
** HACCP სისტემის დანერგა;
** მომწოდებლების შერჩევა;
** ოპერაციული ეფექტურობის უზრუნველსაყოფად განრიგების, მარაგების მართვისა და პერსონალის შემადგენლობის დაგეგმვა.

მოთხოვნები:

** მზარეულად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** ქართულ-ევროპული სამზარეულოს ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი, ჭირნახულის ქუჩა #4;
** ანაზღაურება: 3000-3500 ₾
** სავარაუდო გრაფიკი: შეთანხმებით;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ, თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge.
გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე