"ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი - თბილისი" ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და განვითარებაზე ორიენტირებულ საუნივერსიტეტო მრჩეველს, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობებისა და კარიერული მიზნების გააზრებაში, მომავალი პროფესიის განსაზღვრასა და საუნივერსიტეტო განათლებისთვის მომზადებაში.
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო
ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს
კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
პროგრესის ამერიკული სკოლები 2002 წლიდან ქმნის განათლების თანამედროვე
სტანდარტს საქართველოს 3 ქალაქში: ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.
ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და ამერიკული განათლება ერთიანდება -
College Board-ის ავტორიზაციითა და Cognia (AdvancED)-ის აკრედიტაციით.
გახდი პროგრესის საერთაშორისო გუნდის წევრი და შეიტანე შენი წვლილი მომავლის
ლიდერების განათლებაში!
თანამდებობის დასახელება: საუნივერსიტეტო მრჩეველი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ.N39;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული გრაფიკი (40 საათიანი სამუშაო კვირა)
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კარიერული კონსულტაცია: მოსწავლეების საჭიროებების, ინტერესებისა და უნარების კვლევა და შეფასება, რათა დაეხმაროს სწორი პროფესიული მიმართულების შერჩევაში.
** უნივერსიტეტებში მიღება: ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტებში მიღების პროცესის, მოთხოვნების და შეზღუდვების შესახებ; განაცხადის, ესეს წერის და ინტერვიუების მომზადებაში დახმარება.
** პროგრამების შერჩევა: დახმარება უნივერსიტეტებისა და პროგრამების შერჩევაში, რომლებიც შეესაბამება მოსწავლეების პროფესიულ ინტერესებსა და მიზნებს.
** სასარგებლო რესურსების მიწოდება: ინფორმაციის გაცნობა სტიპენდიების, გრანტებისა და ფინანსური დახმარების შესახებ.
** მომავალი კარიერული მიმართულებების შეფასება: მოსწავლეებისთვის სხვადასხვა პროფესიული სფეროების გაცნობა, სტაჟირებებისა და სხვა განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით.
** მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი: მოსწავლეების რეგულარული მონიტორინგი და კონსულტაციები მათ კარიერულ და აკადემიურ განვითარებასთან დაკავშირებით.
** თანამშრომლობა სკოლის საზოგადოებასთან: ქმნის და ავითარებს პოზიტიურ ურთიერთობებს მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მათ ოჯახებთან.
** კოლეჯებთან და უნივერსიტეტებთან ურთიერთობები: პოზიტიური და სამომავლო სამუშაო ურთიერთობების დამყარება და განვითარება კოლეჯებთან და უნივერსიტეტებთან.
** კოლეჯ-კონსულტირების სილაბუსის შემუშავება: სპეციალური სილაბუსის შექმნა და სწავლება, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება კარიერული და კოლეჯში/უნივერსიტეტში განაცხადის გასაკეთებლად პროცესების სწორად წარმართვაში.
** კონსულტირება მოსწავლეებსა და ოჯახებს: მოსწავლეებსა და მათ მშობლებს აწვდის საჭირო ინფორმაციას და უწევს კონსულტაციას მათთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო და პროფესიული ალტერნატივების შესახებ.
** ინფორმაციის წარმოება: კოლეჯის გზამკვლევების, სტიპენდიების კატალოგების და სწავლის საფასურის საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
** ინტერვიუს პროცესების ორგანიზება: ინტერვიუს პროცესების დაგეგმვა და ორგანიზება კოლეჯსა/უნივერსიტეტსა და მოსწავლეებს შორის.
** სააპლიკაციო პროცესი: უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეები სწორად შეავსონ სააპლიკაციო ფორმები, დროულად და უხარვეზოდ გადააგზავნონ საბუთები, შესაბამის კოლეჯებში/უნივერსიტეტებში.
** ჯგუფური პრეზენტაციები: ატარებს ჯგუფურ პრეზენტაციებს საკლასო ოთახებში და ორგანიზებას უკეთებს ვიზიტებს უნივერსიტეტებში.
** წლიური ანგარიშები: ყოველწლიურად ამზადებს ანგარიშსა და თვითშეფასებას.
** სხვა უფლებამოსილებები: სკოლის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, ასრულებს სხვა დავალებებს, რომლებიც ხელმძღვანელისგან მიეცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია მსგავს პოზიციაზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** კომუნიკაციური უნარების მაღალი დონე;
** მოსწავლეების საჭიროებებისა და უნარების განსაზღვრისა და შეფასების უნარი;
** უნივერსიტეტებში მიღების პროცესების, სტიპენდიებისა და საგრანტო პროგრამების ცოდნა;
** მრავალფეროვან მოსწავლეებთან და კულტურებთან მუშაობის უნარი;
** ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
უნარ-ჩვევები:
** ადამიანის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
** თანადგომისა და ემპათიის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა.
** მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მაღალი სამუშაო აქტივობა;
** სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში;
** მოსწავლეების აკადემიურ და კარიერულ განვითარებაზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობას;
** თანამშრომლობას პროფესიონალთა გუნდთან;
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს.
განაცხადის შემოტანის პროცესი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: https://schoolprogress.onday.ge/vacancy-list/apply/6be43d65-4bb8-426c-b8af-3e7e80a8db1e
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ნოემბერი.
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|