Робота для біженців з України
ბუღალტერი - თბილისი, ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მარგიო
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
კომპანია "მარგიო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე - 2 ვაკანსია.

"მარგიო" - საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია - ეძებს ორ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ბუღალტერს.

სამუშაო ადგილები:

** ნატახტარი - 1 ბუღალტერი. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
** თბილისი, ევროპის ჩიხი №10, აეროპორტის ხიდებთან -1 ბუღალტერი. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია მეტრო "სამგორიდან".

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა;
** შესყიდვების, რეალიზაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
** სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და კონტროლი;
** საბანკო და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, პარტნიორებთან ნაშთების შედარება;
** მარაგების, ნედლეულისა და მზა პროდუქციის მოძრაობის აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** წარმოების ხარჯებისა და პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაში მონაწილეობა;
** იმპორტის ოპერაციებისა და საბაჟო დოკუმენტაციის აღრიცხვა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ინფორმაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამისა და Excel-ის კარგი ცოდნა;
** სიზუსტე, პასუხისმგებლობის გრძნობა და ვადების დაცვა;
** უპირატესობად ჩაითვლება საწარმოო ან სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 1 400 - 2 500 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: giorgi.mamuladz@margio.ge. სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი სამუშაო ადგილი:
"ბუღალტერი - ნატახტარი" ან "ბუღალტერი - "თბილისი".

საკონტაქტო ნომერი: 574 88 02 35.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე