"GoSMS" ეძებს ბიზნესის განვითარების მენეჯერს.
თუ გაქვს გაყიდვების გამოცდილება, შეგიძლია ახალი ბიზნესკლიენტების მოზიდვა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება, შემოუერთდი GoSMS-ის გუნდს.
შენი მთავარი ამოცანა იქნება ახალი კლიენტების მოძიება, საკუთარი კლიენტთა პორტფელის მართვა და მათი საჭიროებების შესაბამისად SMS სერვისისა და კომპანიის სხვა პროდუქტების შეთავაზება.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური ბიზნესკლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დაწყება;
** კლიენტის საჭიროებების შესწავლა, პროდუქტების წარდგენა და კომერციული შეთავაზებების მომზადება;
** მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვის პროცესის მართვა პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** მოზიდულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება;
** საკუთარი პორტფელის ფარგლებში მომსახურების მოხმარებისა და გაყიდვების ზრდაზე მუშაობა;
** არსებული კლიენტებისთვის დამატებითი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** კლიენტების უკუკავშირის შეგროვება და შესაბამის გუნდებთან თანამშრომლობა მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
** CRM-ში ინფორმაციის განახლება და გაყიდვების შედეგების ანგარიშგება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ახალი კლიენტების აქტიურად მოძიებისა და მოზიდვის გამოცდილება;
** მოლაპარაკების წარმოებისა და საქმიანი კომუნიკაციის უნარი;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტაცია;
** გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ ენაზე.
*უპირატესობად ჩაითვლება:
** SMS სერვისების გაყიდვის გამოცდილება;
** B2B გაყიდვების გამოცდილება ტექნოლოგიურ ან სატელეკომუნიკაციო კომპანიაში;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე CV მისამართზე: hr@gosms.ge.
წერილის სათაურში მიუთითე: "ბიზნესის განვითარების მენეჯერი — GoSMS".
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 30 ნოემბერი
გისურვებთ წარმატებას აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "Fixgroup"-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|