"ქალაქური" წარმოადგენს ქართულ კომპანიას, რომელიც უკვე 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქართული, ასევე იმპორტირებული თხილეულის, ნუშის, ფისტას, მზესუმზირას, სხვადასხვა სახეობის ჩირების დისტრიბუცია და ექსპორტი ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში.
"ქალაქური" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის (პრისელერის) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თემქა-მუხიანის კვეთა, ავშნის 88
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ხელფასი: 1800-დან 2500 ლარამდე
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი ობიექტების მოძიება;
** კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და მონიტორინგი;
** კლიენტისთვის პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა;
** დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** პორტფელში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის მაქსიმალური რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** ობიექტებიდან რეალიზებული პროდუქციის თანხის ამოღების უზრუნველყოფა;
** კონსიგნაციის ლიმიტის დაცვის უზრუნველყოფა;
** ყოველდღიურად ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენა;
** რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის კომპანიის ანგარიშზე სრულად და დროულად შეტანის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების სპეციფიკის ცოდნა;
** სასურველია, სალარო აპარატითა და პოკეტით მუშაობის ცოდნა;
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანა;
** ქართული ენის ცოდნა, სასურველია რუსულის ცოდნა.
უნარები და კომპეტენციები:
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** კეთილსინდისიერება.
შესაბამისი კვალიფიკაციის დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე: qalaqurivc@gmail.com ან დაგვიკავშირდით ტელ.: 593 94 95 15; 577 68 40 00
ქალაქური გისურვებთ წარმატებას!
|